არსებობს ორი წინაპირობა, რაზეც კონსენსუსია პოლიტიკურ ყველა ჯგუფში - ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ამ ორი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნებისმიერი განიხილავს საარჩევნო პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი რეჟიმის პირობებში ტყუილში არმონაწილეობა არის პრინციპული საკითხი.

"ასეთი რეჟიმის პირობებში ტყუილში არმონაწილეობა, ჩემი აზრით, არის პრინციპული საკითხი. არ იყო არჩევნები, რაც 26 ოქტომბერს ჩატარდა და მას მერე მდგომარეობა გაუარესდა. 26 ოქტომბერს კიდევ არსებობდა რაღაც შესაძლებლობა, რომ დარღვევები გამოგვევლინა, მაგრამ ახლა, ამ ოქტომბერში რაც იგეგმება, ეგეც კი შეუძლებელია. 

ეს არ არის და ვერც იქნება არჩევნები, ვერ შეფასდება, როგორც არჩევნები. საუბარია მორიგ ცირკში მონაწილეობაზე და რატომ უნდა მიიღოს ვინმემ ამ ცირკში მონაწილეობა, რომელსაც ერთადერთი, რაც შეიძლება მოჰყვეს, არის ის, რომ რეჟიმს მიეცემა საშუალება კიდევ ერთხელ დახატოს სურათი, რომ ქვეყანაში არჩევნები ტარდება.

არსებობს ორი წინაპირობა, რაზეც კონსენსუსია პოლიტიკურ ყველა ჯგუფში - ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ამ ორი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნებისმიერი განიხილავს საარჩევნო პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.