ეს არის სამშობლოს მოღალატეობის საბრალდებო დასკვნა. ამ კომისიის ყველა წევრი და მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი თეა წულუკიანი, დაისჯება და პასუხს აგებს დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.  

მისივე თქმით, დღევანდელი დასკვნა ვერაფერს დააკლებს მათ საერთო ბრძოლას.

"ამ კომისიის შექმნის დღიდან ნათელი იყო, რომ ეს არის ეროვნული ღალატის კომისია. ეს არის საქართველოს უახლესი ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერის მცდელობის ბინძური კომისია. ეს არის კომისია, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ საქართველოს დადანაშაულებას ომში, არამედ იმდროინდელი უმაღლესი მთავარსარდლის, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულებას, რომელიც პუტინის დაკვეთით დღესაც იხდის სასჯელს იმისთვის, რომ მან შექმნა თანამედროვე, წარმატებული ქართული სახელმწიფო და ეს სახელმწიფო არ დაუთმო მტერს 2008 წელს. დიახ, ეს არის პუტინის დაკვეთით, რუსეთის დაკვეთით შექმნილი რუსული კომისია რუსული ამოცანებისა და რუსული მიზნების შესასრულებლად შექმნილი კომისია. ეს არის ღალატის კომისია, რომლის თითოეული წევრი და არა მხოლოდ მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი თეა წულუკიანი, დაისჯება და პასუხს აგებს დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე. დიახ, თითოეული წევრი ღალატის კომისიის აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე და ეს მოხდება ძალიან მალე სწორედ ქართველი ხალხის მოტანილი ცვლილებების შედეგად, რომელსაც მოვიტანთ, დიახ, მშვიდობიანი რევოლუციით.

სიტყვა რევოლუციის ბიძინა ივანიშვილს ძალიან ეშინია და სწორად ეშინია იმიტომ, რომ ნამდვილი სახალხო რევოლუცია არის ხალხის კონსოლიდაცია, ხალხის ერთიანობა და ხალხის ძალის მოქმედებაში მოყვანა. ერთი ქალის რევოლუციაა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მზია ამაღლობელი, რომლის ბრძოლა და გაუტეხელობა იქცა ამ ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოდ და რომლის სიჩუმეც ხანდახან ყველა ყვირილზე უფრო ხმამაღალია და ძალიან საგულისხმოა, რომ დღეს სწორედ ამ ბრძოლის სიმბოლოს განაჩენი ივანიშვილის რეჟიმმა დაამთხვია მისი წარმოდგენით, განაჩენს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს და უნდა შეიგნონ ივანიშვილმა და მისმა წევრებმა - დიახ, მათ გასაგონად მინდა ვთქვა უსამშობლო, უღერებულებო, ფულზე დახამებულო მონებო, რომლებიც ვერასოდეს შეიგრძნობთ სამშობლოს სიყვარულის ძალას - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, მისი გუნდით შექმნა თანამედროვე ქართული სახელწმიფო, ყოველთვის იქნება ქართული სახელმწიფოს გადარჩენის ბრძოლის ავანგარდში. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იქნება ამ ბრძოლის მთავარი ფლაგმანი და რაც არ უნდა წეროს და იკითხოს მეორე თაობის საბჭოთა ჯალათმა თეა წულუკიანმა, ეს ძალა მოიტანს ცვლილებებს ჩვენი ქვეყნისთვის ქართველ ხალხთან ერთად. 

ქართული სახელმწიფოს იდეა უკვდავია და მას ვერაფერი დააკლო და ვერ დაასამარა ვლადიმერ პუტინმა და მას ვერაფერს დააკლებენ ივანიშვილის მონები. 

დღევანდელი დასკვნა ვერაფერს დააკლებს ჩვენს საერთო ბრძოლას. ეს არის სამშობლოს მოღალატეობის საბრალდებო დასკვნა. 

მრავალი მცდელობის მიუხედავად, ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ვერ დაშალა, ვერ დაამარცხა, ვერ გააჩერა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ასე იქნება ხვალაც. თავისუფლება მიშას, თავისუფლება მზიას, ნინოს, ყველა პოლიტპატიმარს. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. ღმერთი ფარავდეს საქართველოს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.