"ქართულ ოცნებას" ჰქონდა იმედები, რომ პუტინისნაირი და ბიძინა ივანიშვილის ტიპის მმართველობა მოვიდოდა ვაშინგტონში და  ძალიან ცდებოდნენ, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "მეგობარი აქტი" არის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც სავალდებულო იქნება.

"აქტი არ არის ერთგვარი განცხადება, ან რეზოლუცია. ეს არის საკანონმდებლო ნორმა, ანუ, ამერიკის შეერთებული შტატების კანონი, რომელიც სავალდებულო იქნება ნებისმიერი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლისთვის განსახორციელებლად და აღსასრულებლად.

ტრამპის იმედი თუ ოდესმე ჰქონდა "ქართულ ოცნებას", ძალიან ფუჭი იყო ყოველთვის ეს იმედები. "ქართულ ოცნებას" ჰქონდა იმედები, რომ პუტინისნაირი და ბიძინა ივანიშვილის ტიპის მმართველობა მოვიდოდა ვაშინგტონში და  ძალიან ცდებოდნენ", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.