ეს არის სამარცხვინო, არ ვიცი, ვინ დაუწერა, რა განწყობით დაიწერა, მაგრამ აქ ჩანს სრული სასოწარკვეთილება ხელისუფლების, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის წერილში ჩანს, რომ ხელისუფლება ჩამოშლის პირასაა.

"ქალ ჟურნალისტებზე და ქალ აქტივისტებზე ძალადობა არის იმის გამჟღავნება, თუ რამდენად ბარბაროსული და ჩამორჩენილი გახდა ეს რეჟიმი. ეს ნიშანია, რომ ცივილიზებული  ფორმები დაკარგულია. ეს მიუღებელია.

მეორე საკითხია - ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორი დგას წითელ მოედანზე, თურმე გადაირქვა სახელი და დღეს რომანოვია, გუშინ კი ფარცხალაძე იყო. ის ადამიანები, "ქართული ოცნების" ყველა ლიდერი, რომელიც გუშინ ამბობდა, რომ დასანქცირებაზე ვერაფერს იტყოდნენ და უნდა დაეცვათ ფარცხალაძე სანქციებისგან, დღეს ერიდებიან პასუსისმგებლობას. 

მესამე საკითხია - მოვუწოდებ საზოგადოებას, წაიკითხოს ბატონი ე.წ.  პრემიერის წერილი აშშ-ის პრეზიდენტთან გაგზავნილი. ეს წერილი პირველ რიგში არის სამარცხვინო, იმიტომ რომ აქ დაცული არ არის არცერთ არც პროტოკოლური, არც მეგობრული არანაირი ნიშანი აღარ გააჩნია ამ წერილს. არ ვიცი, ვინ დაუწერა და რა განწყობით დაიწერა ეს წერილი, მაგრამ, რაც ჩანს ის არის, რასაც ჩვენ უნდა ვხედავდეთ. აქ ჩანს სრული სასოწარკვეთილება ხელისუფლების, იმის მიმართ, რომ პირველ რიგში ალბათ, არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი ვერ დაალაგა და ვერც ვერაფერს დაალაგებს. ვერც “MEGOABRI აქტის” შედეგებს ვერ დაალაგებს  და ცხადი არის, რომ ძალიან დიდი ნერვიულობა არის “ქართული ოცნების” წრეში და ამის გამომჟღავნება არის ეს წერილი. რომელსაც ოდესმე წაიკითხავს თუ არა ამერიკის პრეზიდენტი და ალბათ, მას დღეს ამისთვის არ სცალია და ნაკლებად სცალია, მაგრამ, ვინც წაიკითხავს ძალიან სამწუხარო არის მათთვის, რადგან ეს იქნება ძალიან გამაოგნებელი, როცა ამერიკა ყველა კუთხით და ყველა ფორმით ეხმარება საქართველოს, რომელმაც ჩვენ ჯარი პრაქტიკულად მოგვცა და მოამზადა. 30 წელი ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარი ამერიკული დახმარების და ეს არის ჩვენი პასუხი და ქართული ტრადიციული მადლიერება. ჩვენი ტრადიციები სად იკარგება არ ვიცი.

ეს მაჩვენებელია ამ ხელისუფლების მორალურად და პოლიტიკურად ჩამოშლის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.