"ივანიშვილის ვერტიკალი იშლება და ეს ხელოვნური წახალისების მექანიზმები მოიფიქრეს იმისათვის, რომ მეტი ნდობა იყოს და უფრო მეტად განიმტკიცონ თავიანთი გარემოცვა, ისევე როგორც რიგითი მხარდამჭერები“, - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა.

"არალეგიტიმური პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ ძალოვნების ღირსების ორდენით დაჯილდოებას აქვს ორი მნიშვნელოვანი ასპექტი. პირველი არის ის, რომ როგორც ჩანს ივანიშვილის ვერტიკალი იშლება და ეს ხელოვნური წახალისების მექანიზმები მოიფიქრეს იმისათვის, რომ მეტი ნდობა იყოს და უფრო მეტად განიმტკიცონ თავიანთი გარემოცვა, ისევე როგორც რიგითი მხარდამჭერები და მეორე, როგორც პოლიტიკურად უმწიფარი ბავშვები, ისე ჯიბრში უდგებიან საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს, ისევე როგორც ჩვენს ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, რომ ის ადამიანები, რომლებიც არიან ბოროტების განსახიერება ყველა დანარჩენის თვალში, „ქოცებისგან“ არიან დაჯილდოებულები“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.