ადამიანური თანაგრძნობაა შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებთან კომუნიკაცია, - ამის შესახებ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მოშიმშილეების მონახულების შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

"ადამიანური თანაგრძნობაა შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებთან კომუნიკაცია - ელენე ხოშტარია და გედევან ფოფხაძე, "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი.

"თუ ჩვენთან არ ხარ, მტერი ხარ"-ს ატმოსფეროს პოპულარიზაცია ხდება. ეს მენტალიტეტი დემოკრატიის საწინააღმდეგოა და "ევროკავშირი 2030 წლისთვის" ილუზიად აქცევს", - წერს ელჩი სოციალურ ქსელში.

27 ივნისს ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო. მას დღეს გედევან ფოფხაძე და რამდენიმე აქტივისტი შეუერთდა.