უკრაინაში დაღუპული ვანო ნადირაძის ცხედარი კიევიდან თბილისში ჩამოასვენეს. ქართველი მეომრის ცხედარს თბილისში ნადირაძის მეგობრები, ოჯახის წევრები, მოქალაქეები და თანამებრძოლები დახვდნენ.

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ ვანო ნადირაძის ცხედარს აეროპორტში საპატიო ყარაული არ დაახვედრეს.

"ვანო ნადირაძის ცხედარს აეროპორტში საპატიო ყარაული არ დაახვედრეს. ამ მართლა უსამშობლოებმა და არაქართველებმა", - წერს ჟურნალისტი. 

უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე რამდენიმე დღის წინ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა  გახდა.

ქართველი მეომრის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა კიევის ტაძარშიც.