ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს გერმანელებსაც ეხება.

"ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია! ეს გერმანელებსაც ეხება“, – წერს პაპუაშვილი.

რუსთაველის გამზირზე, მოშიმშილე პოლიტიკოსებთან გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მივიდა.