რუსთაველის გამზირზე მოშიმშილე პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მივიდა.

გერმანიის ელჩი ელენე ხოშტარიას და გედევან ფოფხაძეს ესაუბრა.

"ეს იყო სოლიდარობის აქტი, პირველ რიგში, იმ ხალხის მიმართ, ვინც აქ იბრძვის. გერმანიამ, ზოგადად, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ადგილი არის თავისუფლებისთვის, ევროპული და ქართული იდეისთვის ბრძოლის ადგილი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე სწრაფად, მყისიერად ნახა ყველა მოშიმშილე. იყო მხარდაჭერის სიტყვები, ასევე მზაობა, რომ ქართველი ხალხისთვის გერმანია და ევროკავშირი აუცილებლად იმუშავებენ, რათა ეს თანადგომა იყოს მყარი, გაგრძელდეს და ეს ასეც გაგრძელდება“, – განაცხადა ხოშტარიამ.