საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" დელეგაციას ძალიან წარმატებული ვიზიტი ჰქონდა ვაშინგტონში.

ვამაყობ თიკა ბოკუჩავას და პეტრე ცისკარიშვილის პროფესიონალიზმითა და პატრიოტობით.

განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო ბევრ რაღაცაში ჩემზე უკეთესად ერკვევა საქმის არსში, 19 წლის ასაკში.

მადლობა ამერიკის კონგრესის წევრებსა და სხვა პოლიტიკოსებს ჩემთვის ბევრი თბილი შემოთვლისთვის", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.