ევროკავშირმა, კაია კალასის ხელმძღვანელობით, სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება, რომ საქართველოს მეგობრებს საქართველო ახსოვს.

"ევროკავშირმა, კაია კალასის ხელმძღვანელობით, სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება, რომ საქართველოს მეგობრებს ჩვენ ვახსოვართ. იმედია, ამაზე იქნება საუბარი",  - წერს ხატია დეკანოიძე.