ხელისუფლება არჩევნების შემდეგ ჩავიდა ბუნკერში და ბუნკერში ცხოვრობს. ისინი ქუჩაში ვერ გამოდიან, ან სპეცრაზმს უნდა იყვნენ ამოფარებული, ან დაცვას, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილმა ექსპერიმენტი ჩაატარა და კაციჭამია ვირთხები გამოიყვანა.

"ხელისუფლება არჩევნების შემდეგ ჩავიდა ბუნკერში და ბუნკერში ცხოვრობს. ისინი ქუჩაში ვერ გამოდიან, ან სპეცრაზმს უნდა იყვნენ ამოფარებული, ან დაცვას. ეს არის მათი არჩევანი. მშიშარა, დამფრთხალი ადამიანი ასე იქცევა, რომელსაც დიდი ამბიციები აქვს. ივანიშვილმა ექსპერიმენტი ჩაატარა და კაციჭამია ვირთხები გამოიყვანა, რომლებიც ძალიან კარგად გრძნობენ თავს იზოლაციაშიც, მთავარია, რომ მუცელი ჰქონდეთ ამოყორილი. 

ისინი ფსონს ჩამოდიან ძალაზე, სხვას არაფერს აღიარებენ. თუ უფრო დიდი ძალა დახვდათ, მაშინ იხევენ უკან და მთელი ინვესტიციები ჩადებული აქვთ ძალის ფორმირებაში", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.