ჩვეულებრივი მეორე ტურის „ქოცები“ არიან, გადამწყვეტ მომენტში ისევ ბიძინას ამბორი ურჩევნიათ ხალხთან ერთად დგომას, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საინტერესოა, რას ფიქრობს „ლელო".

"ჩვეულებრივი მეორე ტურის „ქოცები“ არიან, გადამწყვეტ მომენტში ისევ ბიძინას ამბორი ურჩევნიათ ხალხთან ერთად დგომას. ამ „ევროქოცების“ ოპოზიციისთვის შემოწებება იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი დაგვიშვია. პარლამენტის წევრების, ფრაქციის თანამშრომლების და პარლამენტის წევრის ასისტენტების ხელფასებზე ხართ დახურდავებულები, ძვირფასო თანამოქალაქეებო. საინტერესოა, რას ფიქრობს „ლელო", - განაცხადა ლევან სანიკიძემ. 

პარტია "გახარია საქართველოს" განცხადებით, მათი გუნდი პარლამენტში შესვლას გეგმავს, რადგან ბოიკოტმა არ გაამართლა.