ძალიან შეშფოთებული ვართ დემოკრატიის თვალსაზრისით განვითარებული მოვლენების გამო, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა ცოიუმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუმინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნახოს საქართველო ევროპულ გზაზე.

"რუმინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვნახოთ საქართველო ევროპულ გზაზე, ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ ძალიან შეშფოთებული ვართ დემოკრატიის თვალსაზრისით განვითარებული მოვლენების გამო. 

რუმინეთს ახსოვს საკუთარი გამოცდილებიდან, როგორ იცავდა ხალხი დემოკრატიას და ევროპულ გზას ქუჩაში დგომით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება და შესაძლებლობა თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად, სადაც ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციონერებს არ დაემუქრებიან კანონით, რასაც საქართველოში ვხედავთ. ეს საკითხები უნდა მოგვარდეს", - განაცხადა ოანა ცოიუმ.

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხებიც განიხილება.