კიდევ ერთი მზაკვრული და ბნელი გეგმა რომ ჰქონდეს ივანიშვილს, ამაში გასაკვირი არაფერია. ივანიშვილის გეგმები ყოველთვის იყო "ნაციონალურ მოძრაობაზე" უარყოფითი გავლენის მოხდენა, -  ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად თავდასხმებისა, "ნაციონალურ მოძრაობაში" არანაირი განხეთქილება არ არსებობს.

"ივანიშვილის გეგმები ყოველთვის იყო "ნაციონალურ მოძრაობაზე" უარყოფითი გავლენის მოხდენა, ეს ყველამ კარგად ვიცით და კიდევ ერთი მზაკვრული და ბნელი გეგმა რომ ჰქონდეს ივანიშვილს, ამაში გასაკვირი არაფერია.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", მისი აქტივი არის როგორც არასდროს კონსოლიდირებული და ერთიანი, არ არსებობს განხეთქილება ასე რომ, რა მიზნებიც არ უნდა ჰქონდეს ივანიშვილს, ეს მიზნები იქნება შეუსრულებელი.

ჩვენს პარტიაში მუდმივად არსებობს თავდასხმის საშიშროება სხვადასხვა მიმართულებით ივანიშვილისა და სუსის მხრიდან, ეს არის მუდმივი მოცემულობა ბოლო 12 წლის მანძილზე, მაგრამ სერიოზული არაფერი მომხდარა, არ არსებობს განხეთქილება", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.