მიამიტები უნდა ვიყოთ ვთქვათ, რომ არ ველოდებით დაჭერებს, შეიძლება ყველა დაგვიჭირონ, მაგრამ მშვიდობიანი რევოლუციის გეგმა არსებობს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას 4 ოქტომბერს ხალხი დაამხობს.

"თუ ჰგონიათ, რომ ლევან ხაბეიშვილი დაიჭირეს და ინფორმაციები აღარ მოდის, ან გეგმა ჩაიშალა და გეგმა ბ არ არსებობდა, ძალიან ცდებოდნენ.

მიამიტები უნდა ვიყოთ ვთქვათ, რომ არ ველოდებით დაჭერებს, შეიძლება ყველა დაგვიჭირონ, მაგრამ მშვიდობიანი რევოლუციის გეგმა არსებობს თავისი ბევრი ვერსიით, ბევრი განშტოებით და 4-ში რუსული, კორუმპირებული რეჟიმი ქართველი ხალხის მიერ დამხობით დასრულდება", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.