საქართველოში ოპოზიციის ლიდერების გასამართლება და დაკავება სამართლიანობა არ არის, ეს რეპრესიების ნიმუშია, -  ამის შესახებ სენატორი ჯინ შაჰინი წერს.

მისივე თქმით, დაკავებულები იმსახურებენ თავისუფლებას.

"საქართველოში ოპოზიციის ლიდერების გასამართლება და დაკავება სამართლიანობა არ არის, ეს რეპრესიების ნიმუშია. ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ირაკლი ოქრუაშვილი და ბევრი სხვა დაკავებული იმსახურებენ თავისუფლებას ახლავე“, - წერს ჯინ შაჰინი.

24 ივნისს "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ თავისუფლების 7 თვით აღკვეთა მიესაჯა. ამავე ბრალდებით, 23 ივნისს დააკავეს "ძლიერი საქართველოს" ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ასევე, 23 ივნისს, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. ყველა მათგან აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.