არავითარი შიში არ აქვს არავის, მანდატის იმედი არავის გვქონია, - ამის შესახებ "ერთიანობა –  ნაციონალური მოძრაობის" ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მანდატების შეჩერების საკითხზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანა რეჟიმის დამხობაა.

"არავითარი შიში არ აქვს არავის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მანდატის იმედი ჰქონდა ვინმეს და იმიტომ გადიოდა, ამის იმედი არავის არ გვქონია, რა თქმა უნდა, ამიტომ, მთავარია, ყველაფერი იყოს ისე, რომ  ეს რეჟიმი წაიქცეს. ჩვენ ისე უნდა მივაწვეთ რეჟიმს, რომ  წაიქცეს. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.