ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის ეს ემსახურება ამ მიზანს, მაგალითად, დაგაკავებენ და იმუნიტეტი აღარ დაგიცავს, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი არის ის, რომ ივანიშვილს სურს, მასშტაბური რეპრესიები განახორციელოს ყველას მიმართ.

"უფლებამოსილების შეწყვეტას ვითხოვდით ფაქტობრივად, მეორე დღიდან, შესაბამის პროცედურებსაც მივმართეთ იმის შემდგომ, რა სპეცოპერაციაც ჩატარდა არჩევნების შემდეგ, თუმცა ამ კონკრეტულ მომენტში, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი არის ის, რომ ივანიშვილს სურს, მასშტაბური რეპრესიები განახორციელოს ყველას მიმართ, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წევრების მიმართ, მოახდინოს მათი დაკავებები და განეიტრალება. ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის ეს ემსახურება ამ მიზანს, მაგალითად, დაგაკავებენ და იმუნიტეტი აღარ დაგიცავს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

"ქართულმა ოცნებამ" სამ ოპოზიციურ კოალიციას მანდატები შეუწყვიტა. ჯამში, სადეპუტატო მანდატი შეწყვეტილი აქვს 49 პირს.