მნიშვნელოვანია საყოველთაო გაფიცვების დაორგანიზება. ჩვენ საჯარო მოხელეებს აქტიურად უნდა მოვუწოდოთ, რომ აქციებში მონაწილეობა მიიღონ, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოსალოდნელია ის რეპრესიები, რასაც ხელისუფლება აანონსებს.

"ამ კვირის აქციამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, სად შეიძლება რეჟიმის სისუსტე მოიძებნოს, გაიშალოს აქციები. მნიშვნელოვანია საყოველთაო გაფიცვების დაორგანიზება. ჩვენ საჯარო მოხელეებს აქტიურად უნდა მოვუწოდოთ, რომ აქციებში მონაწილეობა მიიღონ და საპროტესტო ტალღას შეუერთდნენ იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ,  ხშირად საზოგადოების სიჩუმე, მეთვალყურის როლში ყოფნა კიდევ უფრო აძლიერებს რეჟიმს და კიდევ უფრო ძალადობრივ მოქმედებებზე გადადის რეჟიმი. ამიტომ, მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ჩვენ ველოდებით და იქნება ის რეპრესიები, რომელსაც ხელისუფლება აანონსებს. დღეს ვხედავთ, რომ მათ ძალმომრეობას საზღვარი არ აქვს, ამიტომ, ეს ბრძოლა იქნება ხანგრძლივი", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.