მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი კრიმინალი ჯინჯოლია, რომელმაც 12,5 წელი მომისაჯა, უზენაეს სასამართლოში დააწინაურეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი კრიმინალი ჯინჯოლია, რომელმაც 12,5 წელი მომისაჯა დააწინაურეს უზენაეს სასამართლოში. რატომღაც, ოპოზიციურმა მედიებმაც არ შეამჩნია კავშირი, ჩემს ე.წ. განაჩენს და სინამდვილეში სასამართლო მკვლელობასა და ამის შემსრულებლის დაწინაურებას შორის, სადამდე უნდა ვიყოთ ასე მიამიტები?“ - წერს სააკაშვილი.