“სამშვიდობო პროცესში მშვიდობის გარანტი არის დასავლეთი, ევროკავშირი, აშშ, მაგრამ ივანიშვილი მხარს უჭერს რუსეთს და სურს, რომ საქართველო დასუსტებული რუსეთის ნანგრევებში მოხვდეს”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

“ივანიშვილის ევტუშენკოვთან სატელეფონო საუბრით დაწყებული, მათი საჯარო განცხადებებიდან და მოქმედებებიდან დამთავრებული, ცხადზე ცხადია, რომ ივანიშვილი პირველივე დღიდან ქომაგობს რუსეთს და ფსონს დებს რუსეთის გამარჯვებაზე, რაც შეუძლებელია და რაც კიდევ უფრო ნათელი გახდა ბოლო სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ.

მთავარია ის, რომ ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ჰყავდეს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც დაიცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და სამშვიდობოს გაიყვანს იქ, სადაც მშვიდობის გარანტი არის დასავლეთი, ევროკავშირი და აშშ, ივანიშვილს სურს, რომ დასუსტებული რუსეთის ნანგრევებში მოხვდეს საქართველო და ასე წირავს მისი პირადი ინტერესების გამო ქვეყნის ინტერესებს”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.