ჩვენი გადაწყვეტილების ცვლილება რთული წარმოსადგენია. საჭიროა ერთიანი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

ნიკა გვარამია იმედოვნებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიცია ერთიანი პოზიციისთვის საერთო რესურსს გამონახავს.

"ჩვენი პარტია არ მონაწილეობს ამ ფორმატში, მე უბრალოდ შეხვედრა მაქვს ქალბატონ სალომესთან. რესურსს ვერ გეტყვით, მაგრამ საჭიროებას ვხედავ, რომ ჩამოყალიბდეს ერთიანი პოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით. რესურსს, რაც შეეხება, იმედია, ვიპოვით ჩვენს თავში რესურსებს, რომ ასეთი პოზიცია ჩამოვაყალიბოთ, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ყველა არ დაეთანხმება ერთ პოზიციას, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ერთიანი გადაწყვეტილება საჭიროა. ჩვენი გადაწყვეტილების ცვლილება რთული წარმოსადგენია", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციური კოალიციების ლიდერები ხვდებიან.