ბრიტანეთის საელჩოს განცხადება მიუთითებს, რომ მინიმალური გამჭვირვალობა, რაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე იყო, ისიც კი აღარ იქნება, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში ჯერ კიდევ არის სეგმენტი, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ აპირებს როგორც საკუთარი თავის, ასევე ამომრჩევლის მოტყუებას.

"ბრიტანეთის საელჩოს განცხადება მიუთითებს, რომ მინიმალური გამჭვირვალობა, რაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე იყო, ისიც კი აღარ იქნება. ოპოზიციაში ჯერ კიდევ არის სეგმენტი, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ აპირებს როგორც საკუთარი თავის მოტყუებას, ასევე ამომრჩევლის მოტყუებასაც, რომ თითქოს არჩევნებში გასვლას ტექნიკურადაც რაღაც ფასი აქვს. 

"ქართული ოცნება" არც ერთ ვითარებაში, არც ერთ ქალაქში ოპოზიციას გამარჯვებას არ დაუწერს. ცესკო არის უარესი, ახალი საპარლამენტო არჩევნები არ არის, პოლიტიკური პატიმრები ციხეში სხედან და მათი რაოდენობა მხოლოდ იზრდება", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ბრიტანეთის საელჩო აცხადებს, რომ არსებული გაურკვევლობის გამო უწევთ, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საგრანტო წინადადებები გააუქმონ.