"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი აშშ-დან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წერილს გამოეხმაურა.

მისი თქმით, "ასეთი ღია წერილებით საქმე არ კეთდება და ვერ შეაფერხებენ მეგობარი აქტის მიღებას, რომლის მიღებაც რუსულ რეჟიმს ძალიან ეშინია".

"ამ ღია წერილით „ოცნების“ რეჟიმმა კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე, რომ ისინი არიან კოლექტიური რუმინელი კელინგერსკოები, რომელიც ღიად პროპუტინისტი ლიდერი იყო რუმინეთში, რომელიც ვეღარ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და ასევე, იმავდროულად ცდილობენ, რომ შეაფერხონ მეგობარი აქტი, რომელიც უკვე სენატშია გადმოსული, მაგრამ ეს ვერ მოხდება, რადგან ასეთი ღია წერილებით საქმე არ კეთდება. ამ რეჟიმს ყველაზე მეტად ის აღიზიანებს და იმას ვერ ეგუება, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მაინც რჩება პროდასავლურ, პროევროატლანტიკურ ვექტორზე და ინარჩუნებს ერთგულებას იმ ღირებულებების მიმართ, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი მეორე დღეა, პარტიის თავმჯდომარესთან თინა ბოკუჩავასთან ერთად აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ისინი კონგრესმენებთან და სენატორებთან შეხვედრებს მართავენ.