"ქართუ" ბანკი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის ბანკი, ეს სიტყვები სახელს უტეხს და შეურაცხყოფს, რეპუტაციას ულახავს, -  ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ბანკი ბიძინა ივანიშვილთან გამიჯვნას ცდილობს.

"ქართუ" ბანკი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის ბანკი - ეს სიტყვები სახელს უტეხს და შეურაცხყოფს, რეპუტაციას ულახავს ბანკს და საინტერესოა, რატომ უნდა თვლიდეს ბანკი, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მათი კავშირი მათთვის შეურაცხმყოფელია. ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია, მაგრამ მეორე მხრივ, ისინი ცდილობენ მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით სცადონ ივანიშვილთან გამიჯვნა იმიტომ, რომ ივანიშვილის სახელს უკვე ძალიან სერიოზული სანქციები უკავშირდება", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი მფლობელობის დოკუმენტაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილი "ქართუ ბანკის" 100%-ის წილს აღარ ფლობს. განახლებული დოკუმენტაციის თანახმად, უტა ივანიშვილი ამ ორგანიზაციებში 35%-ის წილის მფლობელია.