ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ მათი ქვეყანა ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ნაწილებად დაშალოს ბიძინას ჯიბეების გასავსებად, - ამის შესახებ კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.

"სამარცხვინოა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ამერიკის კრიმინალიზების და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გზას მიმართა, რათა მიტაცებულ ძალაუფლებას ჩაებღაუჭოს.

ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ მათი ქვეყანა ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ნაწილებად დაშალოს ბიძინას ჯიბეების გასავსებად. თავისუფლება გაიმარჯვებს", - წერს უილსონი.