“რიყის დოქები“ გაიყიდა, შემძენი შპს "რიყე დომ”, დირექტორი მიხეილ ტყეშელაშვილი, "ქართული ოცნების" "დეპუტატის” გიორგი ბარვენაშვილის ბიზნესწილების მმართველი, იმავდროულად ბიზნესომბუდსმენის აპარატის თანამშრომელი, - ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელი ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, რიყის დოქები სახელმწიფომ 2022 წლის 24 მარტს დავით ხიდაშელს მიჰყიდა 10,020,000 ლარად. 

“რიყის დოქები“ გაიყიდა. შემძენი შპს "რიყე დომ” - დირექტორი მიხეილ ტყეშელაშვილი  - ქართული ოცნების "დეპუტატის” გიორგი ბარვენაშვილის ბიზნესწილების მმართველი, იმავდროულად ბიზნესომბუდსმენის აპარატის თანამშრომელი.

- მესაკუთრე შპს "ნ.გ.ბ.” - მესაკუთრე თორნიკე კოპალიანი, “არქის” ფინანსური მენეჯერი.

რიყის დოქები სახელმწიფომ 2022 წლის 24 მარტს რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილის პარტნიორს, დავით ხიდაშელს მიჰყიდა 10,020,000 ლარად (საწყისი ფასი 96 მილიონი ლარი იყო !!!). დავით ხიდაშელის კომპანიას 2025 წლის 24 მარტამდე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და აქ ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი უნდა გაეხსნა.

ვნახოთ, რეალურად ვინ იყიდა ქალაქის ცენტრში მდებარე შენობა, შეუცვლის თუ არა საპრივატიზებო პირობებს სახელმწიფო ახალ შემძენს, რა ფუნქციას შეიძენს ის და გამოიკვეთება თუ არა მორიგი კორუფციული გარიგება რიყის დოქებზე“,- წერს ირაკლი აბესაძე.