თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 17 ადამიანი დააკავა.

შსს-ში აცხადებენ, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე დღეს, დღის განმავლობაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით 17 ადამიანია დაკავებული, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია.

ამ დროისთვის გამოსახლების პროცესი დასრულებულია.