თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც დღეს დილიდან მოსახლეობის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ამ დროის მონაცემებით, 10 ადამიანია დაკავებული. მათ შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები - გიორგი დუმბაძე, მარიამ მეყანწიშვილი და დათუნა დანელია, რომლებიც ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ შენობა-ნაგებოები ამორტიზებულია და არსებობს მათი ნებისმიერ დროს ნგრევის საშიშროება.