“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც  ის ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ერთად ფორუმს ესწრება.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თინა ბოკუჩავამ  ვიზიტისას მაღალი დონის შეხვედრები გამართა, მასთან ერთად იმყოფება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გიგი წერეთელიც.

“მე და გიგი წერეთელი ვართ ბრიუსელის ფორუმზე, რომელიც ძალიან მაღალი დონის შეკრებაა აქ ბრიუსელში, მაგრამ კოლეგებს ასევე შევუერთდით მას შემდეგ, რაც მოვუსმინეთ კაია კალასს, ვესაუბრეთ და გადავეცით დოკუმენტი გამოსავალზე დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან. შემდეგ კოლეგებს შევუერთდით შეხვედრებზე და ასევე მისი აპარატის წევრებს, ისევე როგორც მარტა კორსის, ეს გამოსავლის დოკუმენტი. რაში მდგომარეობს გამოსავალი? ეს არის ახალი სამართლიანი, საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ეს არის ის, რაც აერთიანებს დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს საქართველოში და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ერთიანი გზავნილი საქართველოს მეგობრებისთვის ბრიუსელშიც”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ