"ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე 1982 წელს  თბილისშია დაბადებული. 2024 წლის თებერვალში შევსებული დეკლარაციის თანახმად ჰყავს მეუღლე ნათია ელიზბარაშვილი და შვილები ელენე და გიორგი გელაძეები.

დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის უძრავი ქონების უმეტესი ნაწილის მესაკუთრე ნათია ელიზბარაშვილია.

ნათია ელიზბარაშვილის სახელზეა 5 ბინა, 1 მშენებარე ბინა, 3 მიწის ნაკვეთი და რამდენიმე ავტოფარეხი ჭავჭავაძის გამზირზე და ოქროყანაში.

175.2 კვ.მ ბინა თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი #80.
234კვ.მ კომერციული ფართი თბილისი ჭავჭავაძის #29,
9 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი თბილისი ჭავჭავაძის #46 (ჩუქება)
60 კვ.მ ბინა თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი #46 (ჩუქება)
30 კვ.მ  ბინა ბაკურიანში
44 კვ.მ ბინა ბაკურიანში
60 კვ.მ  ბინა ბაკურიანში.
168 კვ.მ  მშენებარე ბინა თბილისი, ინოვაციების ქუჩაზე
გელა გელაძის საკუთრებაშია

თბილისში ბეთანიის დასახლებაში ჭავჭავაძის ქუჩა #23 ში მდებარე 1465 კვ.მ უძრავი ქონება.

ახმეტის მუნიციპალიტეტში, მაღრაანის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 7350 კვ.მ. მიწის ნაკვეთის 50%.

ნათია ელიზბარაშვილის საკუთრებაშია 2024 წელს 105 000 ევროდ შეძენილი ავტომობილი "მერსედესი".

გელა გელაძის საკუთრებაში 2013 წელს 70 000 დოლარად შეძენილი Toyota L200

ბიზნეს რეესტრის მიხედვით, ნათია ელიზბარაშვილი  შპს ნეილ ბარ ნნ 50%-ის მფლობელი.

რაც შეეხება გელა გელაძის ბიზნეს წილებს, მის საკუთრებაშია შპს დეკო -50%, შპს დეკო სისტემს 33.34%, შპს სამედიცინო ცენტრი მეტა 10%, შპს დეკო 21 – 50%.

დღემდე, გელაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის მოადგილის პოზიცია ეკავა.

მისი სამუშაო გამოცდილება კი ასეთია

2023 - 2024 - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
2018 - 2023 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი;
2016-2018 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, სამმართველოს უფროსი;
2012-2016 - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე;
2010-2012 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე;
2008-2010 - შპს "ელიზი ჯგუფის" დირექტორი;
2007-2008 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია - მრჩეველი;
2007 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტი - მრჩეველი;
2005-2006 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე;
2005 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ზედამხედველი;
2005 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი;
2004-2005 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი;
2004 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის საგამოძიებო სამსახური გამომძიებელი;
2004 - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გენერალური ინსპექციის მრჩეველი;
2001-2004 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის თანაშემწე საზოგადოებრივ საწყისებზე;
1999-2001 - საქართველოს პროკურატურა - სტაჟიორი.

https://mtavari.tv