ჯეროვნად ვერ ვაცნობიერებთ, თუ რაოდენ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა თუ ეს სანქციები ამოქმედდა, - ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უსიამოვნოა იმის მოსმენა, თუ რის საფუძველზე წესდება სანქციები.

"ფაქტობრივად, დღეში რამდენჯერმე ვისმენთ, რომ საქართველოს პოლიტიკოსების მიმართ გავრცელდება ფინანსური, მძიმე ეკონომიკური სანქციები.

უბრალოდ უსიამოვნო არის იმის მოსმენა, თუ რის საფუძველზე ხდება - დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის, რუსეთისთვის სასარგებლო საქმიანობისთვის თუ ასე შემდეგ.

ჯეროვნად ვერ ვაცნობიერებთ, თუ რაოდენ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა თუ ეს სანქციები ამოქმედდა", - განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა.