"მთავარი არხის" ინფორმაციით, აბუ-დაბიში დაპატიმრებული "ქართული ოცნების" წევრები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თბილისში დაბრუნდნენ. წყარო "მთავარ არხს" უყვება, რომ მაღალჩინოსნებს მაქსიმალური ჯარიმა - 80 000 დოლარი დაეკისრათ გადასახდელად.

წყაროს ცნობით, მანამდე, არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თანაგუნდელების გასათავისუფლებლად ადგილობრივ მაღალჩინოსნებთან რამდენიმე ზარიც განახორციელა, თუმცა, მის თხოვნას, გაეთავისუფლებინათ ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე შედეგი არ მოჰყვა, ისინი იზოლატორში რამდენიმე დღით დატოვეს.

13 იანვარს, აბუ-დაბიში მყოფი ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.