ჩვენ მხოლოდ სიტყვები არ გვჭირდება, საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაში ქმედებაა აუცილებელი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს დღეს, ვიდრე ოდესმე, ამერიკელი მეგობრების ყურადღება სჭირდება.

"აშშ-ის მომავალ მინისტრებისთვის ჩემი მთავარი გზავნილის გადაცემა შევძელი: საქართველო რეალურად გარდამტეხ ეტაპზე იმყოფება – ან უკან, რუსეთისკენ შეგვათრევენ, ან გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც დამოუკიდებლობის მიღებიდან საქართველოს გზა იყო, გზის, რომელშიც ამერიკული როლი არსებითი მნიშვნელობის იყო, ჩვენი ინსტიტუტების, ჩვენი ჯარის შექმნის და  ქვეყნის დამოუკიდებლობის მხრივ. 

ჩემი მთავარი გზავნილი ახალი ტრამპის ადმინისტრაციისთვის ისაა, რომ საქართველოს დღეს, ვიდრე ოდესმე, ამერიკელი მეგობრების ყურადღება სჭირდება.  ამერიკა, რომელსაც ტრამპი აღწერს როგორც ძლიერ და ეფექტიან ქვეყანას, სწორედ ის ამერიკაა, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება. ჩვენ მხოლოდ სიტყვები არ გვჭირდება – საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაში ქმედებაა აუცილებელი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.