მოვითხოვთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიები შეწყვიტოს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს.

საგარეო უწყება "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას გმობს.

"ჩვენ ვგმობთ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას და მოვითხოვთ, რომ "ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიები შეწყვიტოს. ჩვენ ევროპული ღირებულებების დამცველ ქართველ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.