ეს არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ვინც ბრუტალურ დარღვევებში მონაწილეობდა, ვინც თავ-პირი დაუნგრია ხალხს, მათთან მიმართებით გამოიყენება სანქციები, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გერმანიის სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციები გაგრძელდება.

"ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გერმანია, ფაქტობრივად, გამონაკლისს უშვებს სანქციებზე. ეს არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ვინც ბრუტალურ დარღვევებში მონაწილეობდა, ვინც თავ-პირი დაუნგრია ხალხს, მათთან მიმართებით გამოიყენება სანქციები და ეს, რა თქმა უნდა, გაგრძელდება.

"ქართულ ოცნებაში" ვინც დღეს იმყოფება უნდა იცოდნენ, რომ საბოლოო ჯამში, ყველას მიუკანუნებს კარზე ეს პასუხისმგებლობა, ამიტომ, რაც უფრო სწრაფად გაემიჯნებიან "ქართულ ოცნებას", უარს იტყვიან დავალებების შესრულებაზე, მით უფრო მარტივი იქნება მათთვის, რომ თავი გადაირჩინონ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.