ვისურვებდი, რომ სანქციები ვნახო, ამ ადამიანებსაც სწორედ სანქციები აშინებთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატმა მაიკლ გალერიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სანქცია უნდა იყოს გზა იმ ადამიანების დასჯისთვის, რომლებიც ბლოკავენ საქართველოს ევროპულ გზას.

"ვისურვებდი, რომ სანქციები ვნახო. ეს არის ჩემი მოლოდინი და ამ ადამიანებსაც სწორედ სანქციები აშინებთ. თუ მათ ანგარიშები აქვთ ჩვენს ქვეყნებში, მაგალითად, ივანიშვილს აქვს ფრანგული პასპორტი, არ გამიკვირდება, რომ მას ფრანგული საბანკო ანგარიში ჰქონდეს, ასე რომ, ეს უნდა იყოს გზა იმ ადამიანების დასჯისთვის, რომლებიც ბლოკავენ საქართველოს ევროპულ გზას", - განაცხადა  მაიკლ გალერიმ.

ევროპარლამენტში ევროპარლამენტარებმა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს მზია ამაღლობელს და სხვა დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს. საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კი რამდენიმე საათში ევროპარლამენტში დებატები გაიმართება. რეზოლუციის პროექტს ხვალ დაამტკიცებენ, რომელშიც მზია ამაღლობელის გათავისუფლება და სხვადასხვა მოთხოვნებია აღწერილი.