"ლელომ" თბილისი რომ მოიგოს, მეორე დღეს ის მერი რომ მაგალითად, კორუფციის ბრალდებით დაიჭირონ, მერე რა ხდება?!, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

"არჩევნები გვინდა, ოღონდ არჩევნები და არა ბიძინა ივანიშვილის სპექტაკლი. "ლელომ" თბილისი რომ მოიგოს, მეორე დღეს ის მერი რომ მაგალითად, კორუფციის ბრალდებით დაიჭირონ, მერე რა ხდება?!

ახლა გამოსავალი არის აბსოლუტური ბოიკოტი, ერთპარტიული არჩევნები თუ სპექტაკლი და არჩევნები არ უნდა ჩავატარებინოთ. როგორო, იტყვიან - როგორ და  ხალხს უნდა ველაპარაკოთ, როგორ არ უნდა მივცეთ საშუალება ივანიშვილს, რომ სპექტაკლი დადგას იმ დღეს და თუ ის აპირებს, რომ არჩევნებზე მიიყვანოს ნახევარი მილიონი ადამიანი, მეორე ნახევარი მილიონი უნდა გამოვიყვანოთ ქუჩაში, ამაზე ვემუშაოთ ხალხს.

პატარაა ქალაქი და ყველამ კარგად იცის, ვინ ვის ხვდება, ვინ ვის რაზე ელაპარაკება და რაზე შეიძლება, საბოლოო ჯამში, გარიგება. ხალხის გაყიდვის უფლებას ვერავის მივცემთ და ფაქტები დაიდება, თუ ვინმე აპირებს, რომ ბიძინას პირი მობანოს. 

ახლა არის ბოიკოტის, ერთიანობის დრო", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.