მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე შეზღუდვები იმოქმედებს, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ126-კმ130 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა), შპს „ჯავახავტოგზამ“ მეკლდეურების მეშვეობით უნდა აწარმოოს ფერდის გაწმენდის სამუშაოები. ამის გამო 2025 წლის 13 აგვისტოს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეიზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება პერიოდულად, 30-წუთიანი ინტერვალებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.