გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლები დაისეტყვა.
ვაჩნაძიანში, კალაურში, ვაზისუბანში, მუკუზანს და შაშიანში სტიქია დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა.
ვენახებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლები დაისეტყვა.
ვაჩნაძიანში, კალაურში, ვაზისუბანში, მუკუზანს და შაშიანში სტიქია დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა.
ვენახებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.
1746804225
მარშში მონაწილეობენ როგორც აქტივისტები, სტუდენტები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიის წევრები.მსვლელობის მონაწილეები რამდენიმე ადგილიდან დაიძრნენ და ყველა ერთად ევროპის მოედანზე შეიკრიბება. 9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება.
1746802435
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქაშუეთის ტაძარში 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.„როგორც მოგეხსენებათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.მიმდინარე წლის 17 მაისს, 13:00 საათზე მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები შეიკრიბებიან ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.ტაძრების წინამძღვრებს მიეცათ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევა, მრევლთან ერთად ჩაერთონ ლოცვით მსვლელობაში“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
1746802180
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 30 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ და მას ნებაყოფლობით ქვეყნის დასატოვებლად 10-დღიანი ვადა განუსაზღვრა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩვენთვის ოფიციალურ ზეპირ კომუნიკაციაში მოცემული განმარტებით, აღნიშნული ვადის ათვლა ჯერ არ დაწყებულა და ის მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც სასამართლო მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გაძევების შესახებ მიღებულ აქტზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. შესაბამისად, ამ ეტაპზე თემურ ქათამაძე კვლავ მიგრაციის დეპარტამენტის დროებით მოთავსების ცენტრში იმყოფება და ელოდება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. ეროვნულ დონეზე საქმის წარმოებაში თემურ ქათამაძეს სამართლებრივ მხარდაჭერას, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ორგანიზაცია უწევს. ადგილობრივ დონეზე სასამართლო დავის დასრულებისა და გაძევების პროცედურების დაწყებისთანავე კი სოციალური სამართლიანობის ცენტრი გეგმავს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოითხოვოს დროებითი ღონისძიების მექანიზმის გამოყენება, თურქეთში მისი იძულებითი გაძევების პირობებში მოსალოდნელი უფლებების დარღვევის პრევენციის მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში.თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქციისას 2025 წლის 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ის 16 იანვარს სამტრედიის იზოლატორიდან გათავისუფლებისთანავე დააკავეს და შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება. 18 მარტს საქალაქო სასამართლომ თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.
1746801711
მათგან ერთი დაიღუპა, მეორე კი კლინიკაშია გადაყვანილი.როგორც ცნობილია, ორივე მათგანი ადგილზე დასაქმებულები იყვნენ.ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
1746799336
მისივე თქმით, ევროპა არის იმ ადამიანების, რომლებიც თავიანთი ქვეყნის იდენტობას იცავენ."ევროპა და საქართველო არის განუყოფელი. ჩვენი მომავალიც ევროპაა, ჩვენი წარსულიც ევროპაა. ჩვენი არსებობა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, მშვიდობა, ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მჭიდროდ ვიქნებით ევროპელებთან ერთად, თუ ევროპაში. ამიტომ, ამის არდანახვა და ამ ქვეყნის იზოლირება, ამ ქვეყნის დატოვება პირისპირ რუსეთთან, არის ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება რომელიმე ხელისუფლებამ გაუკეთოს ამ ქვეყანას. ეს უნდა კარგად გვესმოდეს და ის დაშორება, რასაც დღეს ჩვენ ვგრძნობთ ევროპისგან, არის არა ევროპის ბრალი, არა ევროპის მოქმედება ჩვენს წინააღმდეგ იმიტომ, რომ რაღაც სისულელეები, ნამეტანი პატრიოტები ვართ, ევროპა არის სწორედ პატრიოტების, ევროპა არის იმ ადამიანების, რომლებიც თავიანთი ქვეყნის იდენტობას იცავენ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
1746798838
ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები, აქციის ორგანიზატორები და პოლიტიკური პარტიის წევრები იმყოფებიან. პოლიტიკოსების განცხადებით, ქართველები დასავლური სამყაროს ნაწილი არიან ოდითგანვე და მნიშვნელოვანი ევროპაში ყოფნაა."ჩვენ ოდითგანვე დასავლური სამყაროს ნაწილი ვართ და რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ორგანული და ბუნებრივი ევროპაში ყოფნაა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ისიც, რომ თუ რამე კარგი ხდებოდა ბოლო ათწლეულები ინსტიტუციების, ინფრასტრუქტურის კუთხით, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ მჭიდრო კავშირი გვქონდა დასავლეთთან და ამერიკასთან, ჩვენ აღვიქმებოდით, როგორც ევროპის შემადგენელი ნაწილი. ყველა, ვინც ბრძოლაშია აქეთ მხარეს, უნდა მოვიდეს და მიიღოს მონაწილეობა ამ მარშში", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.ევროპის დღესთან დაკავშირებით აქცია-მსვლელობა 19:00 საათზე დაიწყება.
1746798410
მისივე თქმით, ამ თვეებში ყველა ხედავს ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისთვის."ჩვენ ამ თვეებში ვხედავთ ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისთვის, თავისუფლებისთვის, იმ ღირებულებებისთვის, რაც ადამიანის უფლებებს ეხება, თავისუფალ არჩევანს, თავისუფალ სასამართლოს, დაცულობას, უსაფრთხოებას, ცხოვრების მაღალ სტანდარტს. ეს არის ევროპა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც გაცნობიერებული აქვს, რატომ უჭერს მხარს ამ არჩევანს. შესაბამისად, დღეს, ეს მშვიდობიანი, დემოკრატიული მარშები, მსვლელობა, კიდევ ერთხელ, მთელი მსოფლიოს გასაგონად არის, რომ საქართველო და მისი მოსახლეობა არ ეგუება იმას, რომ ჩვენ უნდა დავკარგოთ ეს პერსპექტივა. ამ პერსპექტივის ალტერნატივა არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის პირისპირ დარჩენა", - განაცხადა გიგი წერეთელმა. "ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია" - ამ ლოზუნგით თბილისში დღეს აქცია-მსვლელობა გაიმართება. დღის მთავარი აქცია ევროპის მოედანზე 19:00 საათზე არის დაგეგმილი, თუმცა მანამდე თბილისის რამდენიმე ადგილიდან ევროპის მოედნამდე მოქალაქეები მსვლელობით მივლენ. აქციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეუერთდებიან.
1746797723
"რეჟიმს, რომელიც იღებს რუსული ყაიდის კანონებს, ციხეში ჰყავს "სინდისის პატიმრები", უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე, მტრად აცხადებს სრულიად ევროპას და აშშ-ის, რა ესაქმება ევროპის დღეზე?! მე მოსაწვევი კი არ მივიღე, ავდექი და მოვედი. რად მინდა ევროპის დღეზე მოსაწვევი, ხალხო?! ევროპის დღე ჩემია, მოსაწვევი რაში მჭირდება?! ავდექი და მოვედი, არაფერი მოსაწვევი არ მიმიღია.რატომ თვითონ ვერ მოვიდნენ?! იმიტომ, რომ მოსასვლელი არ აქვთ, ხალხში ვერ დადიან, აქ რომ გამოიარონ ახლა ევროპის დღეზე საოცრება დაემართებათ. მარტო შეუძლიათ შენობებში გამოიკეტონ პოლიციის ალყის უკან", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ხელისუფლების წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ.
"ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში დაკვამლიანება მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა"
1745583391
გორში, მამა-შვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს
1745936840
28 აპრილის ანონსი
1745782877
"ვინც ჩვენი ძმის სისხლში ხელები გაისვარა, გადავწყვიტეთ, რომ მათი ოჯახები ხევიდან სამუდამოდ გავასახლოთ!"
1745610458
გია ხუხაშვილი - მივდივართ იმ ფაზაზე, როცა ივანიშვილს მოუწევს ავტორიტარიზმის გამყარება, ეს ურთულესი პროცესია
1745607688