ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩვილი ზეწარში იყო გახვეული და ხონში არსებული მე-3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. 

ახალშობილი საავადმყოფოში, ქუთაისშია გადაყვანილი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით დაიწყო, რაც განსაცდელში ადამიანის მიტოვებას გულისხმობს.