კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მგლის ხროვამ ერთ ღამეში ბახტაძეების ოჯახის კუთვნილი 180-მდე ცხვარი დაგლიჯა.

"მთავარის" ინფორმაციით, ზარალი თითქმის 30 ათასი ლარია, ფერმერი დახმარებას ითხოვს.

მიშიკო ბახტაძის თქმით, ცხვარი ბანკიდან აღებული სესხით მოიშენა, ახლა კი არ იცის, დავალიანების დაფარვას როგორ შეძლებს.

უკვე ცნობილია, რომ დაზარალებულ ოჯახს არც ადგილობრივი ხელისუფლებიდან და არც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან არ დაეხმარებიან. მერის წარმომადგენლის თქმით, მიზეზი მცირე ბიუჯეტია, რის გამოც მსგავსი პროგრამა კასპის მერიაში არ მუშაობს.