ტყიბულში მეშახტეების სოლიდარობის აქცია გაიმართა.

ტყიბულის მერიის შენობის წინ გათავისუფლებულ მეშახტეებს მხარდაჭერას მოქალაქეები უცხადებენ.

მათ ადგილზე ბანერები აქვთ წარწერით - "დროა, ტყიბულმა თავისი სათქმელი თქვას".

აქციის მონაწილეების თქმით, მეშახტეები თავიანთი  პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს.

პროტესტს რეჟისორები და მსახიობები უერთდებიან.

გასული წლის დეკემბერში შახტიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს. თავად გათავისუფლებული მოქალაქეების თქმით, მათზე პოლიტიკური ნიშნის ზეწოლას აქვს ადგილი.