რა ბრალიც წამიყენეს ეხება ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე ჩემს არმისვლას. კონკრეტულად რა იქნება შემდეგი ნაბიჯები პროკურატურის მხრიდან, არ ვიცი, - ამის შესახებ  კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ბრალის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, რეპრესიული რეჟიმი იყენებს პროკურატურას, სასამართლოს, ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის.

"რა ბრალიც წამიყენეს ეხება ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე ჩემს არმისვლას. კონკრეტულად რა იქნება შემდეგი ნაბიჯები პროკურატურის მხრიდან, არ ვიცი. ის ცხადია, რომ დღევანდელი რეპრესიული რეჟიმი იყენებს პროკურატურას, სასამართლოს, ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის აბსოლუტურად პრივატიზირებულია პროკურატურაც, სასამართლოც.

როგორც კი "ქართული ოცნება" ჩამოშორდება დემოკრატიული გზით ხელისუფლებას, აუცილებლად გათავისუფლდება ეს ინსტიტუციები. არ მაქვს ინფორმაცია სასამართლოს დროზე", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში იყო დაბარებული. მას ბრალად პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არმისვლა ედება, რომელიც ჯარიმას ან ერთ წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.