დავით მაღრაძე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი აღარ არის. ამ თანამდებობაზე გიორგი ხურცია დანიშნეს, რომელიც აქამდე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსად მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, დავით მაღრაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს.

დავით მაღრაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 2021 წლიდან მუშაობდა. მისი უშუალო ჩართულობით დააკავეს აქციის მონაწილეები ბათუმში, როცა 2023 წლის 31 ივლისს რუსული გემის შემოსვლა გააპროტესტეს.

დავით მაღრაძე იყო მთავარი მოწმე "24 ოპოზიციონერის“ დაკავების საქმეზეც – 2022 წლის მაისში მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დააკავეს, მათ კარვები ჩამოართვეს და დაუშალეს. მაშინ დავით მაღრაძემ ბათუმის საკრებულოს წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც დააკავა. სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ პოლიციის უფროსი გააპარა.