გერმანიაში 53 წლის ქართველი დააკავეს. 

Bild-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მოქალაქე მანქანით მგზავრობისას პოლიციამ გააჩერა, მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი კი ყალბად მიიჩნია. მოგვიანებით, ფედერალური პოლიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ კაცი იმიგრაციის კანონის დარღვევისთვის იძებნებოდა.

გამოცემა წერს, რომ დაკავებულის ტელეფონის გაჩხრეკისას ბავშვების პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოები და ვიდეოები აღმოაჩინეს.

53 წლის ქართველს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.