გომბორის უღელტეხილზე 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.

მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული და არსებული მდგომარეობით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.