გორის სავაჭრო ცენტრში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი მეორე მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

50 წლამდე ასაკის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. მას სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაცია კლინიკა "გორმედში" ჩაუტარდა, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

რამდენიმე საათის წინ გორის სავაჭრო ცენტრში 1975 წელს დაბადებულმა ს.ა.-მ მამა-შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაპირისპირება სარეალიზაციო პროდუქციის თაობაზე მოუვიდათ. 

სროლის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა.

ბრალდებული დაკავებულია.