1 მაისიდან „მთავარი არხის“ ტელემაუწყებლობა ოფიციალურად შეწყდება. არხის თანამშრომლებმა დღეს, 28 აპრილს, გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნიასგან მიიღეს შეტყობინება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია საქმიანობას სრულად აჩერებს.

ინფორმაციას არხის ჟურნალისტები და თანამშრომლები სოციალური ქსელებითაც ადასტურებენ.

ბოლო პერიოდში "მთავარ არხზე" არსებული ფინანსური კრიზისის შესახებ ღიად საუბრობდა გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია, რომელიც შექმნილ ვითარებაში არხის თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელს, გიორგი ქურდაძეს ადანაშაულებდა. მისი თქმით, მაუწყებლობაში არსებული ფინანსური პრობლემები ხელოვნურად შეიქმნა.

"მთავარი არხი" 2019 წლის სექტემბერში დაარსდა ნიკა გვარამიას ინიციატივით, ხოლო მოგვიანებით წილების ნაწილი ზაზა ოქუაშვილის კომპანიებზე გადავიდა. 2024 წლის თებერვლიდან მაუწყებლობა მხოლოდ სერიალებით განახლდა, პირდაპირი ეთერის გადაცემები კი შეჩერდა.